Wednesday, March 16, 2011

გრანტის განაწილება მოსწავლეებისათვის

პროექტის  სახელწოდება: გრანტის  განაწილება  მოსწავლეებისათვის
მონაწილეთა  ასაკი: I X  კლასი    
ახანგრძლივობა : ერთი  თვე
სამუშაო  ენა:  ქართული
პროექტის  იდეა:სკოლაში გამოიყო 600 ლარი წამახალისებელი ჯილდო მოსწავლეებისათვის,აკადემიური მოსწრების საშუალო  ქულის მიხედვით  თითოეული მოსწავლე მიიღებს  30 ლ, 20ლ, ან ვერ მიიღებს თანხას, თუ მისი მოსწრება  გარკვეული დონის დაბლაა.    1) რა საშუალო ქულა უნდა ჰქონდეს  მოსწავლეს,რომ მიიღოს 30ლარი; 20 ლარი. 2)  მოსწავლეთა რა რაოდენობას ერგო 30 ლ, 20ლ.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაეუფლებიან მონაცემთა შეგროვებას,დამუშავებას,გრანტის განაწილების ცოდნას ისტ–ის გამოყენებით,სიხშირეთა ცხრილის შექმნასა და დიაგრამების აგებას.
პროექტის  შესაძლო  აქტივობები: მასალის  მოძიება,დავალებების განაწილება, კვლევა,მონაცემთა  შეგროვება,დახარისხება სიხშირეთა ცხრილის აგება,წრიული და სვეტოვანი  დიაგრამების აგება,ისტ–ის გამოყენება,სურათების გადაღება,პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები სკოლაში მოიძიებენ სკოლის საერთო აკადემიურ მოსწრების ინფორმაციას,მონაცემებს შეაგროვებენ,დაამუშავებენ,შეავსებენ სიხშირეთა ცხრილს,გაარკვევენ   ისტ–ის გამოყენებით რა წესით  ხდება გრანტების განაწილება აბიტურიენტებს შორის( გამოიყენებენ  ვებ–გვერდს  www.naec.ge)მოახდენენ  თავიანთ  სკოლაში  მოსწავლეთა რა რაოდენობას ერგება  30 ლარი,20 ლარი და ან არ ერგება წახალისება,რა საშუალო ქულა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს,რომ ერგოს  გრანტი,რომელიც გამოიყო  საერთოდ  ჯილდოდ მოსწავლეებისათვის  წახალისებისათვის.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები  დაეუფლებიან კვლევის მეთოდს,მის უნარ–ჩვევებს,ისწავლიან ურთიერთთანამშრობლობას,მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას,გრანტის განაწილების წესსა და დიაგრამების აგებას.
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:მოსწავლეთა  აკადემიური მოსწრების მონაცემები,კომპიუტერი,სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები, საწერი კალამი.
პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო კუბლაშვილი
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:nino.kublashvili.nini@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი :    ninokublashvil.blogspot.com